“ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე სააკაშვილი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები” – ირაკლი კობახიძე

ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე სააკაშვილი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გუშინდელ შეხვედრაზე საუბრისას.

„გუშინ ქალბატონ ოლსონთან შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა საკითხი და აქვე ვიტყვი, რომ სააკაშვილი საერთოდ ნახსენები არ ყოფილა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.რაც შეეხება სხვა თემებს, ჩვენ გვქონდა საუბარი პოსტსაარჩევნო გარემოზე ქვეყანაში და ინფორმაცია მივაწოდეთ ქალბატონ ოლსონს, ასევე გვქონდა საუბარი რეგიონში შექმნილ ვითარებაზე.

ჩვენ გვაქვს, ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა. ეს იყო საუბრის თემა. არავითარი სააკაშვილი, არავითარი ქაოსის იმიტაცია და ა.შ. საუბრის თემა იყო ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარება და ჩვენი ხედვა რეგიონში საქართველოს როლთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები