რეანიმაციაში მოხვდნენ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები თანმხლები დაავადებებით – ისინი აცრილები არ არიან

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 141 პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციაში 21 პაციენტია მოთავსებული – მათი ნახევარი წლამდე ასაკის ბავშვია.

თუმცა, როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ამბობს, რეანიმაციაში, ასევე, არიან 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებიც, რომელთა ვაქცინაციაც საქართველოში უკვე დასაშვებია :

“მაინტერესებდა მშობლის აზრი, რატომ არ აცრეს – სერიოზული თანმხლები დაავადებით არიან ამ ასაკის ბავშვები რეანიმაციაში და არცერთი მათგანი აცრილი არ არის,” – ამბობს მაია ჩხაიძე.

მსგავსი თემები