საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 75 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 75 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 584-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 6 021 პირს დაუდასტურდა, 3 792 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 8 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 191 შემთხვევა გამოვლინდა, 4 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები