უკრაინამ საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა

უკრაინა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა იძაბება. უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით, უკრაინამ საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა.  

უკრაინის საგარეო უწყება  სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს და სამინისტროში საქართველოს ელჩსაც იბარებს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც ყველა პირობა იქნება მისი ჯანრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად. საპროტესტო ნოტა უკვე გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. უკრაინის მოქალაქის შემდგომი ყოფნა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო განყოფილებაში ქმნის დამატებით რისკსა და დაძაბულობას, რომლის აცილებასც აუცილებელი ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე. საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში განაგრძობენ დამატებით კონტროლს  მათი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, გარშემო“ – ვკითხულობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები