დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანში ავტომანქანით გადაიყვანეს და არა ვერტმფრენით

გლდანის ციხე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დატოვა. ის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და გაესაუბრა. როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელი აცხადებს, პატიმრების გინება და ხმაური ციხის საავადმყოფოშიც ისმის, სადაც მოთავსებულია მიხეილ სააკაშვილი.

„მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში სასწრაფოს მანქანით გადაიყვანეს. მისი გადაყვანა მოხდა მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ. გიდასტურებთ, რომ ეს ხმები, პატიმრების ხმაური კარგად ისმის. პროტესტის ნიშნად, ის მანქანიდან არ გადმოდიოდა, თუმცა, ძალით გადმოიყვანეს“ – განაცხადა ციხიდან გამოსულმა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ციხიდან აფრინდა ვერტმფრენი იმის საილუსტრაციოდ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერტმფრენით გადაიყვანეს.  რუსთავის ციხიდან რამდენიმე დაჯავშნული ავტომანქანაც გამოვიდა, თუმცა, დადასტურდა, რომ სააკაშილი სასწრაფო სამედიცინო მანქანით გადაიყვანეს.      

მსგავსი თემები