მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა, გლდანის დაწესებულებაში შეყვანისას ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  

„მინდა კიდევ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ ეს სიძულვილის ენა, მოუწოდონ საზოგადოებას სიმშვიდისკენ, ნაცვლად რევოლუციური მოწოდებებისა, რომელსაც ახორციელებენ. ბუნებრივია, ამით ქმნიან რისკებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის. ამის უფლებას ვერავის მივცემთ. როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლებული იყო ახალ დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს“, – განაცხადა მინისტრმა ბრეგაძემ.

მისივე განმარტებით, სააკშვილის აღნიშნულ ქმედებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

მსგავსი თემები