„ხელისუფლებამ მიიტაცა სახელმწიფო“ – თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დაიწყო

თავისუფლების მოედანზე, ამ წუთებში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაიწყო. აქცია ნიკანორ მელიამ გახსნა. როგორც მან  განაცხადა, აქცია მანამ გაგრძელდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები.

„როცა უნდა ადამიანებს იტაცებენ.  დღეიდან იწყება ფართო, ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ექნება ორი მოთხოვნა – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მიტაცებული არჩევნების დაბრუნება, პროტესტი იქნება მტკიცე, ხალხმრავალი და უწყვეტი,“ – განაცხადა მელია.

მისი თქმით, აქცია გლდანის ციხესთან არ გაიმართება, რადგანაც ეს იქნება პროვოკაცია და ხელისუფლებასაც ეს აწყობს.

აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეების შეუერთდნენ. აქციაში წალენჯიხის ერთადერთი ოპოზიციონერი მერიც მონაწილეობს.   

მსგავსი თემები