გლდანის ციხესთან მობილიზებულია სპეცრაზმი და სამართალდამცველები

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. სამკურნალო დაწესებულების ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით შეიყვანეს დამატებითი ძალები. ადგილზე წყლის ჭავლის ავტომობილებიც გამოჩდნენ.      

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს გლდანის ციხის საავადმყოფოში საფრთხე ემუქრება.

“ასე გამოიყურება მკვლელი ხელისუფლება, ასე გამოიყურება რუსული ოცნება, რომელმაც რამდენიმე საათი მესამე პრეზიდენტი მოიპარა ისე, რომ სახალხო დამცველმა, მისმა უფლებადამცველებმა, მისმა ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. ცხადია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს, რომ მათ არაფრად უღირთ არათუ ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის იმ ადამიანისაც, თავის დროზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი რეფორმა რომ უკავშირდება“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვლმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები