იანვარ-სექტემბრში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 866 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

წინასწარი მონაცემებით 2021 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 161,862,751 აშშ დოლარს (ზრდა +933%), რაც 146,187,024 დოლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი კლება -156,770,174 დოლარს შეადგენს (კლება -49%).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარი-სექტემბრის შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 865,654,831 დოლარს, რაც 366,579,535 მეტია  2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +73%). 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი -1,717,184,741 დოლარით ნაკლებია  (კლება -66%).

მსგავსი თემები