„ეს იყო ღირსეული ზიარება, ის ყველა წესის დაცვით ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს” – მეუფე მიხეილ სააკაშვილზე

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ზიარება პატრიარქის კურთხევით მოხდა. როგორც საპატიმროდან გამოსულმა კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზიარების სურვილი თავად მესამე პრეზიდენტს ჰქონდა.  

„ზიარების სურვილი თავად მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა. ცხოვრებაში არასოდეს პატრიარქის გარეშე არაფერი გამიკეთებია. მან თავად შემოგვითვალა, რომ ზიარება სურდა, მე როგორც კი ეს პატრიარქს ვუთხარი, მას ერთი წუთიც კი არ ჰქონია დაყოვნება და თქვა, რომ რადგან მას უნდა ზიარება, აუცილებლად უნდა ეზიაროს. პატრიარქმა, რა თქმა უნდა მოგვცა კურთხევა. ამის შემდეგ მე ვემზადებოდი ამისთვის და ეს იყო პატრიარქის კურთხევა. ეს იყო ღირსეული ზიარება, ის ყველა წესის დაცვით ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს” – განუცხადა მეუფემ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები