“თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ” – კობახიძე ოპოზიციაზე

„ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ “ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლებისთვის მიცემულ ულტიმატუმთან დაკავშირებით. როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, პასუხი უმკაცრესი იქნება.

„ულტიმატუმები შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა.  ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი…„რა თქმა უნდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველას აინტერესებდა შიმშილობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი არის „ფეიკი“. მისი შიმშილობაც „ფეიკი“ აღმოჩნდა. საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა „ფეიკია“ – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები