ხელოვანები პრეზიდენტსა და პრემიერს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

150-მდე ხელოვანი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს ღია წერილით მიმართავს. კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლები და ლიტერატორები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დასაცავად ერთიანდებიან.

„ჩვენ, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, მუსიკისა თუ კულტურის სხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად, მოგმართავთ და მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ დახმარება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და გადაიყვანოთ ის ისეთ კლინიკაში, როგორსაც გაეწია რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მიერ.

ჩვენ არ ვართ მომხრე პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ართმევს იმედს მომავალ თაობებს; ჩვენ გვსურს ამ ქვეყანაში სახელმწიფო უფრთხილდებოდეს ადამიანის სიცოცხლეს. დაუშვებელია სამართლიანობის სახელით სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ნებისმიერი ადამიანისათვის. გვჯერა, რომ მესამე პრეზიდენტის შიმშილით სიკვდილი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ სრულდება ექიმებისა და სახალხო დამცველის მოთხოვნა – გაეწიოს პატიმარს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გამოუსწორებელ ლაქად დააჩნდება საქართველოს უახლეს ისტორიას”, – ვკითხულობთ  განცხადებაში, რომელსაც 124 პირი აწერს ხელს.

რაც შეეხება ხელმომწერებს, ისინი არიან: 1. ციაკო აბესაძე 2. ბექა ადამაშვილი3. ნიკოლოზ აგლაძე 4. მაია ალუდაური 5. რატი ამაღლობელი 6. ზაალ ანდრონიკაშვილი 7. მაია ბადრიძე 8. თამაზ ბათიაშვილი 9. ლიზა ბათიაშვილი-ლელუ 10. მედიკო ბაქრაძე 11. ლევან ბერძენიშვილი 12. პაატა ბურჭულაძე; 13. ლაშა ბუღაძე 14. ნატალია გაბისონია15. რეზო გეთიაშვილი 16. ნათია გიორგაძე 17. მარი გულბიანი 18. დალილა გოგია 19. ნანა გოგოლაშვილი 20. ხათუნა გოგუა 21. გია გოკიელი 22. ბექა გოჩიაშვილი 23. ნატო დავითაშვილი 24. ქეთი დანელია 25. ირინა დემეტრაძე 26. თეონა დოლენჯაშვილი 27. ლელა დუმბაძე 28. ხატია ეკიზაშვილი 29. ნანა ექვთიმიშვილი30. ვახო ვარაზი 31. დავით ვაშაძე 32. ლია ვიტეკი 33. სოფო ზერაგია 34. დათა თავაძე 35. ხათუნა თავდგირიძე 36. კოტე თაყაიშვილი 37. თამარ თვარაძე 38. შოთა იათაშვილი 39. მედეა იმერლიშვილი 40. პიტერ იანი 41. გიორგი კაკაბაძე 42. ირაკლი კაკაბაძე 43. ნინია კაკაბაძე 44. ლანა კალანდია45. კატო კალატოზიშვილი; 46. მაკა კასრაძე 47. ნინო კასრაძე 48. ზვიად კვარაცხელია 49. ალექსანდრე კვატაშიძე 50. ნესტან ნენე კვინიკაძე 51. თამარ კვიჟინაძე 52. დარეჯან კიკოლიაშვილი 53. ნინო კირთაძე 54. მეგი კობალაძე 55. ლელა კოდალაშვილი 56. მაია კუდავა 57. ნუცა კუხიანიძე 58. ნიკა ლაშხია 59. შორენა ლებანიძე 60. ეკატერინე მაზმიშვილი 61. სალომე მაისაშვილი 62. ლიკა მაისურაძე 63. თინა მამულაშვილი 64. დიანა მაღლაკელიძე65. მარიამ მაღრაძე66. გურამ მაცხონაშვილი67. ქეთი მაჭავარიანი68. თეკლა მაჭავარიანი69. თაკი მუმლაძე 70. მუხრან მახარაძე 71. ნათია მიქელაძე 72. ტორესა მოსი 73. ქეთი ნადიბაიძე 74. ელენე ნავერიანი 75. დავით ნათიძე 76. გაგა ნახუცრიშვილი 77. ქეთი ნიჟარაძე 78. გივი (ბესო) ოდიშარია 79. ლელა ოჩიაური80. ზურა პაპიაშვილი 81. სოფო ჟვანია 82. ნიკოლოზ რაჭველი83. ლელა სამნიაშვილი 84. ბესო სოლომონაშვილი85. ირაკლი სოლომონაშვილი86. ილიკო სუხიშვილი87. ნინო სუხიშვილი88. თამარ ტატიშვილი89. ეკატერინე ტოგონიძე90. ანა ურუშაძე 91. გიორგი უშიკიშვილი92. ნინო ფურცხვანიძე 93. თამრი ფხაკაძე94. დავით ქაშიაშვილი95. ივა ქიმერიძე96. არჩილ ქიქოძე97. გია ქობულაშვილი98. კოტე ყუბანეიშვილი99. ნინო შაბურიშვილი 100. თაკო შავგულიძე 101. ქეთა შათირიშვილი102. პაატა შამუგია103. პაპუნა შარიქაძე104. გაგა შიშინაშვილი105. თამუნა შენგელია106. გიო შველიძე107. ნიკა ჩერქეზიშვილი108. ბელა ჩეკურიშვილი 109. ნინო ჩიჩუა 110. პაატა ციკოლია 111. დათი ცინცაძე 112. ლელა ცუცქირიძე 113. ხათუნა ცხადაძე 114. იაკო ჭილაია 115. ირინე ჭოღოშვილი116. ანა ხაზარაძე 117. ბასა ხარაზი118. თეო ხატიაშვილი119. ნინო ხარატიშვილი 120. ბექა ხაჩიძე 121. სოსო ხვედელიძე 122. დავით ხმალაძე 123. გვანცა ჯობავა 124. თეონა ჯორბენაძე. 125. დათო ტურაშვილი, 126. ლაშა ბაქრაძე, 127. სოფო კილასონია, 128. ლადო ბეროზაშვილი, 129. ირმა შარიქაძე, 130. გია ბუღაძე, 131. ანა კლდიაშვილი, 132. ნინო ქათმაძე,133. ნანა ჯორჯაძე, 134. სანათა ბაბუაძე რეხვიაშვილი,135. მედეა მეტრეველი , 136. ბათუ დანელია , 137. მაკო ჯანჯიბუხაშვილი, 138. მაკა ლდოკონენი, 139. დავით გაბუნია; 140. მირიამ სოლოღაშვილი; 141.ნოდარ ლადარია.

მსგავსი თემები