„მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრობს და ემიგრანტებს მიმართავს.

“მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ ვინაიდან ვარ პატიმრობაში და ვერ ვიღებ მონაწილეობას აქციების ოპერატიულ მართვასა და დაგეგმვაში, მთლიანად ვენდობი მრავალპარტიულ და უბრალოდ აქტიური ადამიანებისგან შედგენილ გუნდს. ერთადერთი მსურს ემიგრანტებს მოვუწოდო აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისში დაგეგმილ დიდ ღონისძიებაში. დღეს კი მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში. ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს და ენერგიას მიხანგრძლივებს“ –  წერს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები