იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის სასამართლო პროცესის ციხეში ჩატარების რეკომენდაციას იძლევა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, რეკომენდირებულია, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ციხეში ჩატარდეს. მისივე შეფასებით, ეს საჭიროა უსაფრთხოებიდან გამომდინარე.  

„ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში, შესაძლო იყო, პროცესისთვის ხელი შეეშალათ და ჩართული იქნებოდა 500-600 ადამიანი. ბუნებრივია, ასევე გვაქვს სხვადასხვა სახის ინფორმაცია. პრემიერმაც განაცხადა, რომ შესაძლო იყო დაგეგმილიყო ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და უამრავი სხვადასხვა სახის დესტაბილიზაცია, რასაც არ დავუშვებთ. პატიმრის უსაფრთხოება იქნება დაცული. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში, ყველა საჭირო სამართლებრივ პროცედურას გავყვებით“ – განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მსგავსი თემები