ციხეში სასწრაფო დახმარება მიხეილ სააკაშვილის გამო არ შესულა – უწყების განმარტება

​პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შევიდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სასწრაფო ციხეში ვაქცინაციის გამო შევიდა.    

უწყების ინფორმაციით, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა ვიზიტორებს, №16 დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობს №12 დაწესებულების მომიჯნავედ, მიმდინარეობდა გეგმური რევაქცინაციის პროცესი.

„განვმარტავთ, რომ აღნიშნული დაწესებულებების ცენტრალური შესასვლელი არის ერთი ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ ფაქტის გამოყენება სურდათ გარკვეულ მედიასაშუალებებს მორიგი არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის დაწესებულებაში დილიდან ხვდება ვიზიტორებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები