კატასტროფული მაჩვენებელი – ვირუსით 62 ადამიანი გარდაიცავალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 681 919.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 300 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა, აჭარა – 217, იმერეთი – 1 059, ქვემო ქართლი – 413, შიდა ქართლი – 446, გურია – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328, კახეთი – 492, მცხეთა-მთიანეთი – 109, სამცხე-ჯავახეთი – 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.

მსგავსი თემები