„ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში“ – პაატა იმნაძე კორონავირუსით გარდაცვლილებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ვირუსით გარდაცვლილთა  99% აუცრელი პაციენტები იყვნენ იყო. მისივე განმარტებით, თუ ვაქცინაცია ნულოვანი ტემპით გაგრძელდება, კორონავირუსი მუდამ იქნება.    

„გარდაცვლილებში 99% აუცრელია, 1%  –  ორჯერ აცრილი იყო, ეს არის 57 ადამიანი – პირველი არის ასაკი. ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში… არსებული ტემპით თუ ავიცრებით, კორონავირუსი სულ იქნება. სამწუხაროდ, ასეთი ტალღები ჩვენ კიდევ გვექნება. ეს ციკლურობა იქნება, მოიმატებს. კლება როდესაცაა, იკლებს 2-3 ათასამდე და არა ისე, როგორც ადრე ჩამოდიოდა ასეულ შემთხვევებამდე. შეზღუდვები აღარ იქნება, ეკონომიკა იმუშავებს. ქვეყნები, სადაც ბევრი ადამიანი არაა ვაქცინირებული და დაახლოებით 50-60%-ია აცრილი, ავადობა გრძელდება, მაგრამ ადამიანები აღარ კვდებიან. ეს დიდი განსხვავებაა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები