საკოორდინაციო საბჭო „მწვანე საშვის“ ამოქმედებისთვის ემზადება

თამარ გაბუნიას განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღევანდელ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, ე.წ. მწვანე საშვის კონცეფციაა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„დღევანდელ სხდომაზე, საბჭომ განიხილა წინადადებები, რომლებიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „მწვანე საშვის“ გამოყენების წესთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა, რათა მიღებულ იქნას საბოლოო გადაწყვეტილება. „მწვანე საშვის“ კონცეფცია არის არაპირდაპირი რეგულირება და სავალდებულო მოთხოვნა, რომელიმე ერთი პარამეტრის, რაც აღწერს პირის ეპიდუსაფრთხოების სტატუსს. ეს არის ვაქცინაცია, ანტიგენ ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში ან პისიარ ტესტირება 72-საათიან რეჟიმში და ასევე, გადატანილი ინფექცია 14 დღიდან ექვსი თვის ინტერვალში. ამ სამი პარამეტრიდან ერთ-ერთი ნიშნავს, რომ პირი შეიძლება, უსაფრთხოდ ჩაერთოს ბიზნეს ან სოციალურ აქტივობებში და ბევრი ქვეყანა ამას უკვე იყენებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები