ელენე ხოშტარიამ შიმშილობის 24 საათი პარლამენტში გაატარა

დეპუტატი ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში რჩება და შიმშილობის აქციას აგრძელებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, მისი ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი სოლიდარობაა.

როგორც დეპუტატი განმარტავს, მას დაუკავშირდნენ ამერიკის საელჩოდან და მისი მოთხოვნები მოისმინეს. მმართველი გუნდიდან კი მას, ამ ეტაპისთვის არავინ შეხმიანებია.

დეპუტატი პარლამენტის შენობაში მანამ აპირებს დარჩენას, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. დეპუტატი მხოლოდ წყალს სვამს.      

მსგავსი თემები