პრეზიდენტი ანტივაქსერ სასულიერო პირებს აკრიტიკებს და საპატრიარქოს მოუწოდებს ვაქცინაციის კურთხევა გასცეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ერთ-ერთი ობიექტი, ხელისუფლების გარდა, საპატრიარქო და სასულიერო პირები გახდა. პრეზიდენტი სამღვდელოებას მოუწოდებს, ვაქცინაციის კურთხევა გასცეს.   

„დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, სახელმწიფო, პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც, მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი,”  – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები