სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალების საკითხს დევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი პოზიცია მყარი და უცვლელია.

„ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაიცას. ამ საკითხს მე არასოდეს დავუბრუნდები. ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად.

ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომის მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ეს არის და ეს. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები“, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები