მიხეილ სააკაშვილს საკანში ექიმები სტუმრობენ

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სანახავად ექიმების შესვლასთან დაკავშირებით განამარტებას აკეთებენ.

„რაც შეეხება კლინიკა „ვივამედიდან“ ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი. ინფორმაციისთვის: დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მ. სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ. პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები