„პაციენტის მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ეპიდვითარება ურთულესია“ – პროფესორი დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ამ დროისთვის, საველე ჰოსპიტლები საჭირო არ არის, მაგრამ ციფრები კიდევ თუ მოიმატებს, ნამდვილად იქნება“ – ეს განცხადება ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა.

პროფესორის შეფასებით, მედპერსონალის რესურსიც ამოწურვადია, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

„სამწუხაროდ, უკვე ძალიან გვიმძიმდება სიტუაცია. პაციენტების მდგომარეობა სწრაფად მძიმდება. ამიტომ, რეანიმაციული ღონისძიებების გატარების პრობლემა დგება, რადგან პაციენტები უფრო მეტად მძიმე სტატუსით ხასიათდებიან. ექიმებსაც აქვთ ადამიანური რესურსის გარკვეული ზღვარი, დღეს კიდევ ამ მდგომარეობაში ვართ. ამ დროისთვის, საველე ჰოსპიტლები საჭირო არ არის, მაგრამ ციფრები კიდევ თუ მოიმატებს, ნამდვილად იქნება. ოჯახის ექიმის ინსტიტუტი გაძლიერდა, სასტუმროები გაძლიერდა და რაოდენობა მაქსიმალურად შეივსო კლინიკებში“, – აღნიშნა ტაბიძემ „მედიაცენრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინაცია განულებულია.

„მომართვიანობა ძალიან დაბალია, ჩემი პირადი მოსაზრებით, შეიძლება ითქვას, ამას დავარქვა ნულოვანი ზღვარი. თუ ვაქცინაცია არ ჩატარდა და არ მოხდა დაგეგმილი რეგულაციების კონტროლი, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს. დღეს მოსახლეობას ემუქრება კორონავირუსისგან გენოციდი, კორონა გენოციდი, ეს მე ვახსენე ზუსტად ერთი წლის წინ და დღეს კიდევ ეს ყველაფერი გამოვლინდა. სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ორი წლის თავზე შეცვლილიყო ვითარება, ისევ გენოციდის წინაშე დავდექით“, – განაცხადა ტაბიძემ „მედიცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები