„ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე“ – ნიკა მელია

ბათუმში ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია გრძელდება. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა მელია აცხადებს, ბრძოლა იქნება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

„ფიცს ვდებ თქვენ წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ, რადგან მე უკვე ვგრძნობ, რომ შეიძლება შემრცხვეს ჩემი 6 წლის სანდროსი. მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საკანში ვიჯდე, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო“ – განაცხადა მელიამ აქციაზე.

მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მათი ვალდებულებაა.

„იბადება შეკითხვა, რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? პირდაპირ გეტყვით,  ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე. როგორც ღირსეული საქართველოს მოქალაქის, რომელიც არის გამოკეტილი ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში უკანონოდ. როგორც ჩვენი თანამებრძოლისა და როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება, არ არის ჩვენი უბრალოდ სურვილი, ეს არის ვალდებულება. მე ჩემდათავად აქ, თქვენთან ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ეს. სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს, დიახაც, ეს ყველაფერი მოხდება“ – განაცხადა მელიამ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

მსგავსი თემები