„ჩვენ უნდა დავიბრუნოთ წართმეული არჩევნები“ – ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმში ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. აქციაზე პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

აჭარაში იმყოფებიან ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია  და სხვა ოპოზიციური ლიდერები.

„არ ვეგუებით უსამართლობას არც ბათუმში, არც რუსთავში და არც ქუთაისში, ჩვენი მოწოდება არ არის ქუჩაში ბრძოლა, თუცა არ ვეგუებით სახეში სილის გაწნას. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ წართმეული არჩევნები. სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ, სიურპრიზებსაც მოგიმზადებთ, რომელიც გაგაკვირვებთ,“ – აცხადებს ნიკანორ მელია რომელიც ამ წუთებში სიტყვით გამოდის.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.  

მსგავსი თემები