„სუსტადაა, თუმცა, საოცარი სიმხნევე და რწმენა აქვს“ – ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა, როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ერთ-ერთი სასაუბრო თემა ვადამდელი არჩევნები იყო.

„სუსტად არის, მაგრამ, გამორჩეულად მხნედ და შემართებით. ამდენ დღიანი შიმშილობა მის სახის ფერზე და ზოგად სისუსტეზე აისახება. საოცარი რწმენა და სიმხნევე აქვს, თუმცა სუსტადაა. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. პირველ რიგში, სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს საკითხზე – მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე. მის თავისუფლებაზე ნამდვილად გადის ამ ქვეყნის მომავალი. ის შიმშილობს და პუტინის საპყრობილეშია. ვისაუბრეთ არჩევნების შედეგებზე, რომ მნიშვნელოვანი წარმატება მოვიპოვეთ, თუმცა, ეს წაგვართვეს. უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ესეც იყო ერთ-ერთი საკითხი“ – განაცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან.   

მსგავსი თემები