„ქურდი, დამნაშავე და ქვეყნის მოღალატე უნდა იყოს ციხეში“ – ფრიდონ ინჯია

„თუ სამართლიანობა არ აღდგება, ძალიან მძიმე პერიოდი მოგველის წინ“,-ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ფრიდონ ინჯიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები  შეაფასა. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები.

„ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ყველა მხრივ. იმედია შესაბამის დასკვნებს გააკეთებს მმართველი პარტია და გააკეთებს ისე, რომ ეს იყოს უმტკივნეულო, პირველ რიგში მოსახლეობისთვის, მაგრამ ამავდროულად ქურდი, დამნაშავე და ქვეყნის მოღალატე უნდა იყოს ციხეში, იმ ადგილზე, სადაც მას ეკუთვნის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მსგავსი თემები