„კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება“ – ამერიკის პრეზიდენტი

გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე ჯო ბაიდენის გზავნილები საკმაოდ მკვეთრი და მკაცრი იყოს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უქმად ყოფნისა და ერთმანეთში კამათის დრო აღარ არის, რადგან კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება.

ამერიკის პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიდერებს მიმართა და  გლობალური დათბობის შესაჩერებლად გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„უქმად ყოფნისა და ერთმანეთში კამათის დრო არ არის. ეს ჩვენი კოლექტიური ცხოვრების წინაშე არსებული გამოწვევაა. კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება და ყოველი გადადებული დღით, უმოქმედობის საფასური იზრდება“ – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყანამ 2030 წლისთვის, 2005 წელთან შედარებით, სათბური აირების გამოყოფა 50-52%-ით უნდა შეამციროს.

„ჩემი ადმინისტრაცია გადაჭარბებით მუშაობს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ -კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება არის მოქმედება და არა სიტყვები,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები