„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის მანდატს ტოვებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი  ნონა მამულაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ემშვიდობება და პარლამენტის მანდატს ტოვებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ქვეყანას არჩევნები და მომავალი მოპარეს.

„ქართულმა ოცნებამ” საქართველოს არა მხოლოდ არჩევნები და მომავალი მოპარა, არამედ ცდილობს, საქართველო დააბრუნოს პრორუსულ ორბიტაზე. ინსტიტუტები გვჭირდებოდა იმისათვის, რომ გამოგვეყენებინა პლატფორმა საუბრისთვის. მაგრამ, ახლა კარგავს აზრს, რადგან ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში. პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. სწორი იყო მამუკა ხაზარაძის  გადაწყვეტილება და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ. პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია – ეს პარლამენტი არის ცირკი, თეატრი და ამ თეატრში მონაწილეობა არის მიუღებელი”, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება “ლელოს” ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა.

მსგავსი თემები