„უბედურება დატრიალდება, მიშა რომ მოკვდეს“ – გიორგი ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, გუნდის მთავარი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაა, არადა დრეს, ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.

„მიშა უნდა გადავარჩინოთ, უბედურება დატრიალდება, მიშ რომ მოკვდეს. დღეს შიმშილობის 32-ე დღეა და ის გადასარჩენია. მას მივმართავ და ვთხოვ, შიმშილობა შეწყვიტოს. ექიმები უკვე ამბობენ, რომ ორგანიზმში შეუქცევადი პროცესებია დაწყებული. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს კიდევ ერთი პრეზიდენტი. შიმშილობა რომც შეწყვიტოს, მას რეაბილიტაცია დიდი ხნის განმავლობაში დასჭირდება და ეს უნდა მოხდეს შესაბამის კლინიკაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიშა დავიხსნათ“ – აცხადებს ბარამიძე.    

ის მიხეილ სააკაშვილს ეროვნულ გმირს უწოდებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სჭირდება. ამისთვის კი „მშვიდობიან რევოლუციას“ აანონსებს.  

მსგავსი თემები