მიხეილ სააკაშვილის საქმეში უცხოელი ადვოკატი ერთვება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქართველი ადვოკატები ქვეყანაში ამერიკელი ადვოკატის ჩამოსვლას ელოდებიან. მათი განმარტებით, სწორედ უცხოელი ადვოკატი ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილის დაცვის საქმეში.   

„იგეგმება ამერიკელი ადვოკატის საქართველოში ვიზიტი.  იმედია, თავს არ მოიჭრის სირცხვილით და ლაფს არ დაისხამს ხელისუფლება და საერთაშორისო ადვოკატებს მიეცემათ სრულფასოვანი შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილის საქმეებში მიიღონ მონაწილეობა”,- აცხადებს ბექა ბასილაია მედიასთან.

მსგავსი თემები