ვირუსით 3 382 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 193 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 389  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  719 247-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.68%.

მსგავსი თემები