„ვიგებთ არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში იგებს. მისივე თქმით, სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია.

„შემოსულია მონაცემები 19:00 საათის მონაცემებით. ამ მონაცემების თანახმად, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში. თუმცა, რჩება 45 წუთი და ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს, ტავი შეიკავონ პროვოკაციებისკენ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.  

მსგავსი თემები