“ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს მივეცი” – მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს მისცა,

მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს კორუფცია, ძარცვა და ადამიანის ქონების და ღირსების მიტაცება” -აღნიშნა მან.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც ისაუბრა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა:

“კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არ მოგვიხდეს მერე, ქართველების იმის მტკიცება, რომ როგორც კი კრემლს არ მოეწონება ჩვენს მიერ არცეული ადამიანი, ბოლოს ეს ადამიანი სიკვდილამდე მიგვყავს, აი, ამის მტკიცება რომ არ მოგვიხდეს, რომ არ მოგვიხდეს იმის მტკიცება, რომ რუსეთის ამა თუ იმ ფორმით მანიპულირებული საზოგადოება ვართ, ჩემი აზრით, ეს სირთულე უნდა მოიხსნას და მე მიმაჩნია, როგორც მესამე პრეზიდენტს, ისე მეოთხეს და განსაკუთრებით ქალბატონ პრეზიდენტს, ამ საკითხის ამ ჭრილში დაინტერესება მართებს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი თემები