“მჯერა რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას – ირაკლი ღარიბაშვილი” – პრემიერის “არჩევანი”

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

პრემიერმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

“მე, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ჩვენს ქვეყანას და ხალხს, პირველ რიგში, სჭირდება მშვიდობა, დამშვიდება, სიწყნარე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი საერთო ეროვნული მიზანი. მე მჯერა რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას ქვეყნის სტაბილურობას მისცემს და არა ქაოსსა, შფოთს და პოლარიზაციას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. მჯერა რომ ხვალიდნელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები