„ყველაფერი თბილისიდან იწყება. გამარჯვების სუნი ტრიალებს“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის გამარჯვებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს.

როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ გუნდს ხელისუფლების დათმობის შიში აქვს.

„ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს. მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ. მესმის, რომ მათ ხელისუფლების დათმობის შიში აქვთ, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ეს ხდება თბილისში ეს ყველაფერი თბილისიდან იწყება. თბილისში გამარჯვების შემდეგ შევქმნით პრეცედენტს, საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა ერთადერთი სწორი ფორმაა მმართველობის, რომელიც ცენტრალურ დონეზე იქნება გადატანილი“,- განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები