„მან ისევ ისე გააგრძელა მკურნალობაც, ვიტამინების და დანამატების მიღება, როგორც წინა დღეებში“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პატიმარი სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა და მას ციხეში სრული კომფორტი აქვს შექმნილი.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა. მას აქვს სრული კომფორტი შექმნილი ციხეში და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას 24 საათიანი მომსახურება გაეწიოს, მედიკამენტების, ვიტამინების, სხვადასხვა საშუალებების მიწოდების მიზნით. ჩვენთვის ბევრი რამ არის ცნობილი, უბრალოდ, არ ვლაპარაკობთ საჯაროდ. ჩვენ არაერთი დეზინფორმაცია მოვისმინეთ, გუშინ მათი დადგმული შოუც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ გარკვეულწილად მოეხდინათ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ მინისტრ ბრეგაძის განმარტება, რომ, სააკაშვილის განცხადებიდან 1 საათში მან ისევ ისე გააგრძელა მკურნალობაც, ვიტამინების და დანამატების მიღება, როგორც წინა დღეებში. მინდა სააკაშვილის მხარდამჭერებს მივმართო, რომ ეს არის ტყუილი მათ ემოციებზე და გრძნობებზე მანიპულირებს და იყენებს მათ გრძნობებს“, – განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები