“საარჩევნო უბანზე დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება, მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს, დაიცვან დადგენილი ნორმები” – ცესკო

ცესკო კვლევით კომპანიებს მოუწოდებს, დაიცვან უბნებზე საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. უწყება განცხადებას ავრცელებს.

“როგორც ცნობილია, არჩევნების მეორე ტურზე, რამდენიმე კვლევითი კომპანია აწარმოებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. ამ ტიპის გამოკითხვები ყოველ არჩევნებზე ხორციელდება და კვლევით კომპანიებს აქვთ სრული თავისუფლება, საარჩევნო უბნის გარეთ გაესაუბრონ მოქალაქეებს.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში კანონით აკრძალული და დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება.

მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს, რომ გააფრთხილონ საკუთარი წარმომადგენლები აღნიშნულის თაობაზე და დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას,” – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

მსგავსი თემები