კორონავირუსით 4 610 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 815 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 624  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.26%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  715 865-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.82%.

მსგავსი თემები