ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცველებმა ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული პირები გააშველეს.

დაპირისპირება ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე მოხდა, ადგილზე მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია თავის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ამბობს, რომ ენმ-ს აქტივისტი გიორგი მუმლაძე ზუგდიდს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებს. მამუკა წოწერიამ ამომრჩევლებსა და გუნდის წევრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები