გიორგი გახარიამ ორივე კანდიდატი გადახაზა

საარჩევნო უბანზე მისულმა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ არჩევანი „საქართველოს“ სასარგებლოდ გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ „ცუდს“ შორის არც ერთი კანდიდატი შემოხაზა.

„ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. საერთოდ, ყველა თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების როლზე და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ, შესაძლოა, არჩევნებმა აზრი დაკარგოს. ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა. მე მოვიხადე ეს ვალდებულება. ჩვენ, საქართველოსთვის მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ. როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და უარესს შორის, მე ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც გვაიძულებენ ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ“,- განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები