„დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს“ – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს.

„მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი. დღეში სამი ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც მიხეილ სააკაშვილი  წარმოადგენს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მისი განმარტებით, ლიმონათს ის ციხის მაღაზიაში ყიდულობს და მისი შიმშილობაც იმიტირებულია.

მსგავსი თემები