“ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ევროპარლამენტის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია.

„საქართველო საარჩევნო პროცესის მეორე რაუნდის ფარგლებში ევროპარლამენტის დაინტერესებას და მხარდაჭერას აფასებს. ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ევროპარლამენტის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მსგავსი თემები