„შესაძლოა, საველე ჰოსპიტლის საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგეს“ – ივანე ჩხაიძე

„თუ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და სტაციონარებში თავისუფალი ადგილები აღარ იქნება, დღის წესრიგში კვლავ დადგეს სავალე ჰოსპიტლების გახსნის საკითხი“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“  იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა.

„მეხუთე ტალღა იქნება მართლაც კატასტროფული. მძიმე პერიოდი გვქონდა აგვისტოში და მოვახერხეთ ამისი დაძლევა. მოვახერხეთ ის, რომ არც ერთი ავადმყოფი არ დარჩა ბინაზე და ყველა, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია, მოხვდა საავადმყოფოში. ამისთვის დაგვჭირდა ყველა რესურსის გამოყენება, მათ შორის, საველე ჰოსპიტლების, რაც იყო დროული, სწორი და ერთადერთი გამოსავალი. ახლა, თუ ჩვენ შევხედავთ არსებულ მდგომარეობას, თუ ეს ციფრები ისევ და ისევ გაგრძელდა, შესაძლებელია, უახლოესი დღეებისა და კვირის განმავლობაში ეს საკითხი ისევ დადგეს დღის წესრიგში. შესაძლოა დაგვჭირდეს საველე ჰოსპიტალი. საველე ჰოსპიტლის საჭროება მიბმულია იმაზე, თუ რამდენი ადგილია თავისუფალი სტაციონარში. ამ ეტაპისთვის, სტაციონარებში თავისუფალი ადგილები არის, მაგრამ,  ინფიცირების ასეთ მაღალ ციფრებზე დარჩენა ნიშნავს საველე ჰოსპიტლის ჩართულობის საჭიროებას,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.          

მსგავსი თემები