„ოცნებამ არ იცის როგორ მართოს ეს ქვეყანა, „ნაცები“ ჩასაფრებულები არიან როდის ამოაყირავონ  ქვეყანა“ – საით წავა გახარიას ხმები

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სამეგრელოში იმყოფება და მხარდამჭერებს ხვდება. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, არც ერთს და არც მეორეს უნდა მისცენ ქვეყნის ამოყირავების საშუალება.

„ყველა  ქართველი  მიხვდება ახლა რაც ხდება, რაღაც ცირკში გვაცხოვრებენ. ჯერ  ერთი გამოვარდა რაღაც აქცია მოაწყო, მერე მეორე გამოვარდა რაღაც აქცია მოაწყო. ქვეყანა მიდის იქეთ, რომ საბოლოო ჯამში გვაიძულებენ არჩევანი არ გვქონდეს და 2 ცუდიდან 1 ავირჩიოთ’’ – აცხადებს  გახარია მარტვილში.

მისივე შეფასებით, საქმის კეთება არც ერთმა იცის.

„გული ძალიან  მტკივა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ თუ გვინდა აი ამ ბავშვებისთვის მომავალი შევქმნათ, სიმართლე უნდა ვთქვათ და სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ „ოცნებამ“ არ იცის რა გააკეთოს და როგორ მართოს ეს ქვეყანა და „ნაცები“ ჩასაფრებულები არიან და მომენტს ეძებენ როდის ამოაყირავონ ეს ქვეყანა. ჩვენი პასუხისმგებლობა ეს არის – არც ერთს და არც მეორეს ამის საშუალება არ უნდა მივცეთ – და ჩვენ ეს შეგვიძლია!“ – ამბობს გახარია.   

მსგავსი თემები