ევროკავშირის ელჩის განცხადებით, პატიმარ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული

  •  

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც ელჩი აღნიშნავს, მისი უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული.

„დღეს მთავარ საკითხად რჩება სწორად მოქმედება. სწორად მოქმედება არის უზრუნველყოფა, რომ მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული. ეს კი მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს აკვირდება სამედიცინო კონსილიუმი და ასევე სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით,“- განაცხადა ელჩმა მედიასთან.

მსგავსი თემები