“ორჯერადად ვაქცინირებული სულ 35%-ია, რაც ძალიან დაბალია, ეს მაჩვენებელი ვერანაირად ვერ შეაკავებს ინფექციის გავრცელებას” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“პიკი გვაქვს 17 აგვისტოს, 6208 შემთხვევა, ეს არის ის რიცხვი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში რჩებოდა ყველაზე მაღალ რიცხვად,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა,  ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 რას უნდა ველოდოთ ნოემბერ-დეკემბერში – სპეციალისტების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ვირუსი ბოლო პერიოდის მსგავსი ტემპით გააგრძელებს გავრცელებას – ქვეყანაში სულ მალე საწოლფონდის დეფიციტი გარდაუვალი იქნება. მედიკოსები კიდევ ერთხელ საუბრობენ აცრისა და რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე.

“ორჯერადად ვაქცინირებული სულ 35%-ია, რაც ძალიან დაბალია. ეს მაჩვენებელი ვერანაირად ვერ შეაკავებს ინფექციის გავრცელებას, პიკი გვაქვს 17 აგვისტოს, 6208 შემთხვევა, ეს არის ის რიცხვი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში რჩებოდა ყველაზე მაღალ რიცხვად. თუ ნოემბერ-დეკემბერში გადავაჭარბეთ ამ მაჩვენებელს, მაშინ მკაფიოდ გამოჩნდება, რომ ეს არის რეალური მე-5 ტალღა.

მეხუთე ტალღის პიკი, 6200-ზე მეტი, იქნება განხილული უკვე ახალ ტალღად და გაცილებით მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს ქვეყანაში,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიცანტრ მთავარში.”

მსგავსი თემები