კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,69 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,89 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,89 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,69 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,97 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 177 პაციენტი.

გუშინ, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 137 პაციენტი, გარდაიცვალა 42.

მსგავსი თემები