თბილისში სკოლის დირექტორი ოცნების აქციაზე მიუსვლელობის გამო გაათავისუფლეს

თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორი თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი გუშინდელ აქციაზე მისი დაუსწრებლობა გახდა. გარდა ამისა, ბრეგვაძის დიშვილი ენმ-ს წევრია, რამაც ხელისუფლებას მისი პოსტიდან მოხსნის დამატებითი მიზეზი მისცა.

თეა ბრეგვაძე სკოლის დირექტორის თანამდებობას ერთი წლის განმავლობაში იკავებდა, ახლა კი დარწმუნებულია, რომ მის მიმართ დევნა პოლიტიკური შეხედულების გამო ხდება:

“ერთი წლის წინ მოხსნეს დირექტორი ამ სკოლის. როდესაც ვიკითხეთ რატომ, პასუხი ვერ მივიღეთ. გვინდოდა ჩავძიებოდით ამ საკითხს, მაგრამ თავად დირექტორმა არ მოისურვა, რომ გაგვეგრძელებინა ამაზე დავა. შიდა ბრძანებით, დავინიშნე მოვალეობის შემსრულებლად და გუშინ აღმოჩნდა, საარჩევნოდ, რომ ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იგზავნება ამ სკოლაში და უბრალოდ მიჩნდება კითხვა – რატომ? ის პიროვნებაც და მეც ვაკმაყოფილებთ ერთი და იგივე მოთხოვნებს, მეც ვარ იგივე პირობებით რა პირობებიც გააჩნია მას და მაქვს კითხვა – რატომ. მე გახლავართ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატის, თენგიზ გიორგაძის დეიდა, რომელიც წარადგინეს გლდანის რაიონის გამგებლად. ის ქალბატონი არის გულმხურვალე მხარდამჭერი “ოცნების”. სკოლა უნდათ გახადონ თავისთვის მართული”, – განაცხადა თეა ბრეგვაძემ.

მსგავსი თემები