„ეს სრულიად არანორმალურია“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანია განცხადებით, მისი შვილი დასუსტებულია, თუმცა, სიმხნევეს არ უჩივის. ალასანიამ მისი შვილი დღეს მოინახულა.

„ადამიანს შეუზღუდეს საკუთარ ადვოკატებთან შეხვედრა. ეს სრულიად არანორმალურია. ამის გამო ამან უარი თქვა რეანომობილზე და სამედიცინო დახმარებაზე. მე ჩემს შვილთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ შუაში გვაქვს ფანჯარა. ურთიერთობა არ გვაქვს. ეს არაფრით არ შეიძლება. დასუსტებულია, თუმცა, არის მხნედ და იმედიანად. კონსილიუმისთვის შერჩეული ექიმები კარგი პროფესიონალები არიან. თან მათი შერჩეულები და მათ რეკომენდაციას, დაპირება იყო, რომ დაეყრდნობოდნენ, მიყვებოდნენ და რა დავინახეთ? ფაქტობრივად, ესეც აღმოჩნდა მიუღებელი ამათთვის. ეს სარისკოა, მოშიმშილე ადამიანია, ვერავინ პროგნოზს ვერ გააკეთებს. მაინც იფიქრე შენს ჯანმრთელობაზე, მე, როგორც მშობელი, ამას ვიმეორებდი“, – განაცხადა გიული ალასანიამ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობასა და რეანომობილის დახმარებაზეც უარი განაცხადა.  

მსგავსი თემები